თავისგასამტეხლო

თავისგასამტეხლო, (სამართ. ისტ.), გადასახდელი გვიანდელ ფეოდალურ სა­ქარ­თვე­ლო­ში; ეკისრებოდა დამნაშავეს დაზარალებულის თავის დაზიანებისათვის. ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით, თ. მოურავს (ზოგჯერ ნაცვალსაც) ეძლეოდა.

წყა­რო: ქარ­თუ­ლი სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970.