„თავისუფალი საქართველოს ხმა“

„თავისუფალი საქართველოს ხმა“ („The Voice of Free Georgia"), ინგლისურენოვანი ქარ­თუ­ლი ემიგრანტული ჟურნალი. გამოდიოდა ნიუ-იორკში (აშშ) 1953–57 წლებში ა. ცომაიას რედაქტორობით. სულ გამოვიდა ამ ჟურნალის რვა ნომერი. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: ლ. დუმბაძე, ა. ჩხენკელი, დ. სინჯიკა­შვი­ლი, გ. ზალდასტანი­­შვი­ლი და სხვ. გამოქვეყნებული პოლიტ., მეცნ., პუბლიცისტური ხასიათის წერილები ეხებოდა საქარ­თვე­ლოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ჟურნალის პუბლიკაციებიდან მნიშვნელოვანია ა. ცომაიას მიერ ინგლ. ენაზე თარგმნილი (1953) სა­ქარ­თვე­ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 კონსტიტუცია.

თ. დოლიძე