„თავისუფლების ტრიბუნა“

„თავისუფლების ტრიბუნა“ ჟურ­ნალი (1974 – 1984), ორგანიზაცია „სა­ქარ­თვე­ლოს განთავისუფლებისათვის მებრძოლთა" პერიოდული ორგანო. რედაქციის წევრები იყვნენ: ლ. ზურაბი­შვილი, მ. გრიგოლია, გ. წერეთელი. გამოდიოდა პარიზში. ჟურნალის რედ. იყო გ. წერეთელი. ფართო და მრავლისმომცველია ჟურნალის თემატიკა, მდიდარია მისი ჟანრობრივი პალიტრა. ჟურნალის ავტორები იყვნენ: ვ. ნოზაძე, კ. ინასარიძე, ზ. გამსახურდია, რ. ჯაფარიძე, ა. ბაქრაძე, მ. ფოცხი­შვილი და სხვ. „თ. ტ-ის" 1981 წლის 35-ე ნომერი საგანგებოდ ეძღვნება გრიგოლ რობაქიძის დაბადების 100 წლისთავს, რ-შიც არაერთი საგულისხმო პირველ­წყა­როა თავმოყრილი დიდ ­ქართვ. მწერალზე.