თავკვეთილი, ვულკანური მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედის ჩრდ. ნაწილში. აქვს წაკვეთილი კონუსის ფორმა. სიმაღლე 2583 მ. აგებულია ახალგაზრდა ანდეზიტური და ანდეზიტ-დაციტური ლავებით. კალთები ქვემოთ შემოსილია სუბალპ. მდელოებით, ზემოთ – ალპ. მდელოებით. მთაზე აქა-იქ არის ლოდნარი და პატარა ტბა.
ქ. ჯაყელი