თავსისხლა (Sanguisorba), მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 17-მდე სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია უმთავრესად ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში, კერძოდ, აჭარაში, ქართლსა და ჯავახეთში მარტო ერთი სახეობაა – სამკურნალო თ. (შ. ოფფიცინალის), იგი მრავალწლოვანი ბალახია, მაღალი ღერო და მუქი წითელი ყვავილედი აქვს (სახელიც აქედან შეერქვა). იზრდება მდელოებზე, მდელო-ველობებზე, ბუჩქნარებში, ტყისპირებზე, ჭაობებისა და მდინარეთა ნაპირების ბალახოვან დაჯგუფებებში, ფესურები და ფესვები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთს, სახამებელს, საღებავ ნივთიერებებს. მათ ნახარშსა და ექსტრაქტს ხმარობენ შემკვრელ და სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად. იყენებენ დეკორ. მებაღეობაშიც.
მ. გურგენიძე