„თავფარავნელი ჭაბუკი“

„თავფარავნელი ჭაბუკი“, ქართუ­ლი ხალხური ბალადა. გავრცელებულია უმთავრესად აღმ. სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბალადა მითოლ. ხასიათისაა. ვ. კოტეტი­შვი­ლი მის სიმბოლიკას მსოფლიოს ფოლკლორულ ძეგლებთან ანალოგიის მეთოდით ხსნიდა (მაგ., ­ბერძნ. მი­თოსი ჰეროსა და ლეანდრეს შესა­ხებ). ვ. კოტეტი­შვი­ლის აზრით, „თ. ჭ." ზღვის საკულტო წრესთან არის დაკავშირებული, ხალხ. გადმოცემებზეა დამყარებული ბალადის ორი ძირითადი სიმბოლოს – დოლაბისა და წითელი მოვის პერანგის მისეული ახსნა: დოლაბი საკულტო ქვაა, რ-ის თაყვანისცემა გავრცელებული იყო სწორედ თავფარავნის ტბის რეგიონში. უძველესი წარმოდგენით, ქვები ღვთაებების სიმბოლოებია, როგორც ციდან ჩამოცვენილებს, მათ ზეციდან გამოგზავნილებად თვლიდნენ და თაყვანს სცემდნენ. ასეთია, მაგ., კოპალეს ქვა ფშავში. წითელი მოვის პერანგი კი სიკვდილის, უბედურების სიმბოლოა. ბალადაში მზისა და მთვარის სიმბოლური მნიშვნელობანი შენაცვლებულია: მზე აღნიშნავს ვაჟს, ხოლო მთვარე – ქალს. „თ. ჭ." მკვლევრებს (მ. ჩიქოვანი, ე. ვირსალაძე, გ. კალანდაძე) სატრფიალო ბალადად აქვთ მიჩნეული.

ლიტ.: ა ლ ი ბ ე გ ა ­შ ვ ი ­ლ ი  გ., ქართუ­ლი ხალხური პოეზიის ნიმუშები, თბ., 1992; კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე  გ., ქართუ­ლი ხალხური ბალადა, თბ., 1957; კ ო ტ ე ტ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ვ., ხალხური პოეზია, თბ., 1961; ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი  მ., ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1952.