„თაზქირათ ალ-მულუქი“

„თაზქირათ ალ-მულუქი“ (სპარს. „ხელმწიფეთა სამახსოვრო"), კანონთა კრებული, შედგენილია დაახლ. 1725 (ირანში ავღანელთა ბატონობის დროს) ანონიმი ავტორის, სეფიანთა ერთ-ერთი მოხელის მიერ ავღანეთის ხელისუფალთა დავალებით. ავღანელებს არ ჰქონდათ სა­ხელმწ. მართვა-გამგებლობის გამოცდილება, ამიტომ ისინი იძულებულნი იყვნენ, დაყრდნობოდნენ სეფიანთა სა­ხელმ­წი­ფოში მოქმედ კანონებს. „თ. ალ-მ-ში" მოცემულია სეფიანთა სა­ხელმწ. კარის მოხე­ლე­თა, პროვ. გამგებელთა და დედაქალაქ ისპაანის მოხელე-ხელისუფალთა უფლება-მოვალეობანი. მასში არის ცნობები „გურჯისტანის" ვალის, ქართლის, კახეთის და თბილ. მმართველის, ისპაანის ტარუღას (1618–1872 ქართველები იყვნენ), სასახლის ­ქართვ. ღოლამების ნაწილის დასაჭურისებისა და მათგან ყველაზე ღირსეული ხოჯების ასისთავად დანიშვნის შე­სა­ხებ. „თ. ალ-მის" მიხედვით კახე­თი, როგორც ხარკის გადამხდე­ლი, მიწერილია ყარაბაღის საბეგლარბეგოზე.

ლიტ.: გ ა ბ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ვ., სპარსული დასტურლამალი, {თსუ შრომები}, 1949, 30B; მისივე, ქარ­თუ­ლი ფეოდალური წყობილება XVI–XVII საუკუნეებში, თბ., 1958; კუცია კ., „თაზქირათ ალმულუქის" ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შესა­ხებ, {ქარ­თუ­ლი წყა­როთმცოდნეობა}, [ტ.] 3, თბ., 1973; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  ნ., სეფიანთა ირანის ცენტრალური მმართველობა, თბ., 1990; Tadhkirat-al-muluk. A manul of Safarid administration, persan text in facsimile with translation and comnentary by V.Minorsky, L., 1943.

დ. კაციტაძე