თათაბო

თათაბო (Atriplex halimon), მცენარეთა გვარი ნაცარქათამასებრთა ოჯახისა. ერთ ან მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქბალახები ან ბუჩქებია. მორიგეობით განლაგებული ფოთლები აქვთ. ჯგუფჯგუფად თავმოყრილი ყვავილები თავთავი­სებრ ყვავილედებს ქმნიან. მეტწილ ბუტკოიან ყვავილებს არ აქვთ ყვავილსაფარი. 300-მდე სახეობა გავრცელებულია ზომიერ და თბილ (ევროპა, ავსტრალია) სარტყლებში. სა­ქართველოში 8–9 სახეობა იზრდება. თითქმის ყველა ერთწლოვანი ბალახია, მხო­ლოდ ერთი სახეობაა ბუჩქბალახი. თ. უფრო აღმ. და სამხრ. სა­ქარ­თვე­ლო­ში გვხვდება. დამლაშებული მდელოსა და სტეპის მცენარეებია, ბაღებსა და ბოსტნებში გვხვდება სარეველას სახით.

მ. სოხაძე