თალა

თალა, ნასოფლარი ისტორიულ ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. ფოლადაურის ­მარცხ. ნაპირზე, ზემო ბოლნისსა და ნასოფლარ ახოთას ზევით. შედიოდა ბოლნისის საეპისკოპოსო მამულებში, რაზედაც მეტყველებს ბოლნელი ეპისკოპოსის იოსებ რევი­შვილის წარწერა ერთი ნასოფლარის (რ-იც თ. უნდა იყოს) ეკლესიის ბალავრის ქვაზე. წარწერიდან ჩანს, რომ ბოლნელ იოსებს, იერუსალიმში მეორედ ნამყოფს, შინ მობრუნების შემ­დგომ აუშენებია ყოვლადწმინდის ეკლესია მისი სულის საოხად; ამავე დროს, ჟამთა ვითარებისაგან მოშლილი ზემო ბოლნისი, ახოთა და თ. „ხელახლა უშოვია" და გაუთავისუფლებია სა­ხელმწ. გადასახადებისგან. 1721 აღწერით ამ სოფელში ერთი მებატონე იყო – ბოლნელი ეპისკოპოსი, რ-საც ჰყოლია 4 გამომღები და 1 ბოგანო ყმა. ამავე სახელწოდების სოფლები ყოფილა თრიალეთსა და დმანისხევშიაც.

წყა­რო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა (სა­ქარ­თვე­ლოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძე­ნი­­შვი­ლის რედ., თბ., 1941.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  დ., „ჴევი ბოლნისისა", კრ.: დმანისი, IV, თბ., 2003; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ­ნ ი ძ ე  ი., ქვემო ქართლი XVIII ს. პირველ მეოთხედში, ნაწ. 1–2, თბ., 1935

დ. ბერძენი­შვი­ლი