თამბაქო

თამბაქო (Nicotiana), ერთ და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. ნაყოფი კოლოფია. ამერიკასა და ავსტრალიაში გავრცელებული იყო 60-ზე მეტი სახეობა, სსრკ-ში – 2. კულტივირებულია 2 სახეობა: კულტურული ანუ მოსაწევი თ. (N. tabacum) და წეკო (N. rustica). დეკორ. მებაღეობაში თ-ს ისეთ სახეობებს იყე­ნე­ბენ, რ-ებსაც დიდი ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები აქვს. მოსაწევი თ. მრავალწლოვანი მცენარეა, მაგრამ მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი. ფოთლები 2,5 მ-მდე სიმაღლის ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მჯდომარეა ან ყუნწიანი, კიდემთლიანი. ფირფიტა ოვალური, მომრგვალო ან ელიფსურია. მწვანე ფერისაა (იშვიათად ყვითელი ან მომწვანო-მოყვითალო). ხუთწევრიანი ყვავილები ვარდისფერი, წითელი ან თეთრია, შეკრებილია ციმოზური ტიპის ყვავილედად მთ. ღეროსა და გვერდითი ტოტების კენწეროებზე. ნაყოფში დიდი რაოდენობითაა წვრილი, ყავისფერი თესლი. თ-ს სავეგეტაციო პერიოდი 135–170 დღეა. იგი სითბოსმოყვარული და ტენის მომთხოვნი მცენარეა (თესლის გაღივებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 27–28°C, ღეროსა და ფოთლების ზრდა-განვითარებისათვის 24–28°C). კარგად ხარობს მსუბუქ და საშ. შავმიწებზე, რუხსა და წაბლა ნიადაგებზე, ფოთლის ნაწარმის ხარისხი დამოკიდებულია ცილებისა და ნახშირწყლების შეფარდებაზე, ნიკოტინისა და ეთეროვანი ზეთების შემცველობა­ზე. თესლი შეიცავს 30–35% ცხიმოვან ზეთს, რ-საც იყენებენ ტექ. მიზნებისათვის (საცხები მასალი­სათვის).

თ-ს სამშობლოდ ­ითვლება სამხრ. ამერიკა. ევროპაში ამერი კიდან შემოიტანეს XV ს. ბოლოს და XVI ს. I ნახევარში. რუსეთში თ. გავრცელდა XVII ს. დასაწყისში. თ. მოჰყავთ აგრეთვე ჩინეთში, ინდოეთში, აშშ-ში, ინდონეზიაში, თურქეთში, დას. აფრიკასა და ავსტრალიაში.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი თ. XVII ს. ბოლოსა და XVIII ს. დასაწყისში შემოიტანეს. ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თ-ს კულტურა ჩვენში XIX ს. I ნახევარში გავრცელდა. პირველად ის აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ აჭარაში და ბოლოს – აღმ. სა­ქარ­თვე­ლოს რ-ნებში (მარნეული, ბოლნისი, ყვარელი, ლაგოდეხი და სხვ.), სადაც დარაიონებული იყო აფხაზეთისა და ლაგოდეხის მეთამბაქოეობის საცდელ სადგურებში გამოყვანილი ჯიშები: ჰ ი ბ რ ი დ ი 155, სამსუნი 27, სამსუნი 224, ტრაპიზონი 265, ტრაპი ­ ზონი 230, ტრაპიზონი 245 და სხვ. თ-ს საუკეთესო ჯიშებია: პ ე რ ე მ ო ჟ ე ც ი, ფოთოლწვე ­ ტ ა ბ-2747, ტ რ ა პ ი ზ ო ნ ი 1867, ამერიკანი 287 – ც., სამ ­ ს უ ნ ი 417, 155, დ ი უ ბ ე კ ი 44, რ-ებსაც საპაპიროსე ნედლეულად იყე­ნე­ბენ. პერევოლოჩანეცი და ჰავანა 1112 – სასიგარო ჯიშებია. თ-ს ამრავლებენ ჩითილით, რ-იც გამოჰყავთ სათბურებსა და თბილ კვლებში. 1 ჰა-ზე რგავენ 50–150 ათას მცენარეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში თ-ს მოსავალს იღებენ წელიწადში 5–6-ჯერ. თ-ს ფართოდ გავრცელებული დაავადებებია: თ-ს მოზაიკა და თ-ს ჩოფურა; მავნებლებია – თ-ს თრიფ­სი და თ-ს ბუგრი.

ლიტ.: ჯაფარიძე ა., დ გ ე ბ უ ­ა ძ ე  ო., მეთამბაქოეობა, თბ., 1973.

ა. ჯაფარიძე