თანამოსაყდრეობა

თანამოსაყდრეობა, ტახტის მემ­კვიდრეობის წესი XI–XIII სს. სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომლის მიხედვით, მეფეს მემკვიდრე თავის სიცოცხლეშივე აჰყავდა სამეფო ტახტზე თანახელმწიფედ. მაგ., დავით აღმაშენებელმა "თჳსითა ჴელითა დასუა საყდარსა თსსჳა ძე თჳსი დიმიტრი"; თამარსაც გიორგი III-მ თავისი ხელით დაადგა სამეფო გვირგვინი. სავარაუდოა, რომ მეფეები ამ გზით ცდილობდნენ, მემკვიდრეებისათვის აეცილებინათ მეფედ კურთხევის წესის სიმბოლური მოქმედება, რ-იც გამოხატავდა ხელისუფლების მიღებას დიდგვარიანი აზნაურებისაგან.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი ივ., ქართუ­ლი სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7).

ი. ფუტკარაძე