თათელისმაღალი, მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, მდინარეების არმხისა და ასის წყალგამყოფ კიდეგანის ქედზე. სიმაღლე 3755 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები დაღარულია ღრმა ხევებით. მთის ძირში მყინვარებიდან გამოდის მდინარეები არმხი და არხოტისწყალი. მთის კალთებზე სუსტად განვითარებული ნიადაგმცენარეული საფარია.
გ. ჩანგაშვილი