თანგა

თანგა, XV ს. დასაწყისში თემურლენგის მიერ შემოღებული მაღალხარისხოვანი ვერცხლის მო­ნეტა (მასა 6,2 გ), ძირითადი ერ­თე­ული ახლო აღმოსავლეთის ქვე­ყნებსა და აღმ. ამიერკავკასიის ფულად სისტემაში. სა­ქარ­თვე­ლოს ეს რეფორმა არ შეხებია. თემურლენგის თ-ები საქარ­თვე­ლო­ში არაა აღმოჩენილი. სამაგიეროდ ფართოდ იყო გავრცელებული XV ს. შირვანული თ-ები. აღმოჩენილია როგორც ერ­თე­ული, ისე განძის სახით სოფ. საქობოში (ლაგოდეხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი), ხორხში (დუშეთის ­მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი), თამარაშენში (ქა­რელის მუ­ნი­ცი­პალი­ტე­ტი), ალში (ხაშურის მუ­ნი­ციპა­ლი­ტე­ტი).

ლიტ.: დ უ ნ დ უ ა  გ., სამონეტო მიმოქცევის საკითხისათვის XV ს. საქარ­თვე­ლო­ში, თბ., 1964; Д у н д у а  Г. Ф., Д ж а л а г а н и я  И. Л., Обращение ширванских монет XV века в Грузии, «Известия АН Азерб. ССР», 1973, №4; 1974, №1; П а х о м о в  Е. А., Монетные клады Азербайджана и Закавказья, «Труды Общества обследования и изучения Азербайджана», в. 3, Баку, 1926.

გ. დუნდუა