თათუხაშვილი გიორგი არსენის ძე

თათუხაშვილი გიორგი არსენის ძე (დ. 18. IX. 1959, თბილისი), სა­ქარ­თვე­ლოს შინაგანი ჯარების გენერალ-ლეიტენანტი (2004). 1983 დაამთავრა სტუ-ის სამშენებლო ფაკ-ტი, 1989 – მოსკ. მილიციის უმაღლესი სკოლის თბილ. ფაკ-ტი. 1982–96 მსახურობდა სა­­ქართვ. შს სამინისტროს ორგანოებში სხვა­და­სხვა თანამდებობაზე. 2000–01 – სა­ქართვ. შს სამინისტროს შინაგანი ჯარების საბადრაგო ბრიგადის მეთაურის პირველი მოადგილე, 2001–02 – სა­ქართვ. იუსტიციის სამინისტროს სპეც. დანიშნულების რაზმის მეთაური. 2003–04 დაინიშნა სა­ქართვ. შს სამინისტროს შინაგანი ჯარე­ბის სარდლად. 2004–05 იყო თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდალი. 2006-იდან თადარიგშია. საქართვ. შსს დამს. მუშაკი (2001). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III (1993) და II ხარისხის (2004) ორდენებით.

ლ. დოლიძე