თაკვი, ნასოფლარი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდ. ალგეთის მარცხ. ნაპირზე. დატანილია ვახუშტის რუკებზე და მოხსენიებულია მის ნაშრომზე („აღწერა სამეფოსა საქართველოსა") დართულ სოფლების სიაში. არსებობს ამავე სახელწოდების მთაც, რ-იც მოხსენიებულია ვახუშტის იმავე ნაშრომის ტექსტში. სოფ. თ. მდებარეობდა იმ მთის ძირში, სადაც ამლივის წყალი ერთვის ალგეთს. ისტ. წყაროებში მოხსენიებულია XVI ს-იდან, როგორც საბარათიანოს სოფელი თაკუი, თაკუ. თ. დასახლებული იყო ქართველებით. არსებობდა განვითარებულ შუა საუკუნეებშიც, რასაც მოწმობს თ-ის მთის ფერდზე შერჩენილი იმავე პერიოდის ეკლესია.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, თბ., 1964.
თ. თოდრია