თალალე

თალალე, თ ა ლ ი ლ ე, ­ქართლის კათოლიკოსი VIII ს-ის მეორე ნახევარში. იხსენიება „მოქცევაჲ ქართლისაჲს" მატიანეში ცხრა ცოლოსანი კათოლიკოსის შემდეგ. მოვსეს კალანკატუაცის ცნობით, თ-მ ალბანეთის კათოლიკოსის მიქაელის (708–742) სურვილის წინააღმდეგ ალბანეთის მთავარს ვარაზოს, მისსავე ბიძაშვილზე – ვარდანეპზე დაწერა ჯვარი, რის გამოც მიქაელმა თ. და ახალდაქორწინებულები დაწყევლა.

თ-ს მოღვაწეობის ხანაში ქართლის ეკლესია ცდილობდა მონოფიზიტობის აღმსარებელი ალბანეთის მოსახლეობაში ქალკედონური მრწამსის (დიოფიზიტობა) დანერ­გვას. თ-ს მოქმედება, როგორც ჩანს, ალბანეთის მთავრის ქარ­თლის ეკლესიის გავლენაში მოქცევის სურვილით იყო ნაკარნახევი.

ლიტ.: მ ო ვ ს ე ს  კ ა ლ ა ნ კ ა ტ უ ­ა ც ი, ალვანთა ქვეყნის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო ლ. დავლიანიძე-ტატიშვილმა, თბ., 1985; გ ო ი ლ ა ძ ე  ვ., ერთი დაწყევლილი ჯვრისწერის ამბავი, «განთიადი», 1990, №6.

ვ. გოილაძე