თალებ შირაზი გორჯი (გ. 1891), ირანელი პოეტი; წარმოშობით ქართველი. ავტორია ლირ. სახოტბო და სატირული ლექსებისა. თეირანის მალექის ბ-კაში დაცულ „თეზქერეიე შოაის" შემოუნახავს მისი ორი მასნავი და რამდენიმე ლექსი. თეზქერე შეიცავს ცნობებს თვით პოეტის შესახებაც. მისი რამდენიმე კასიდა დაცულია თეირანის უნ-ტის ხელნაწერთა ფონდში.
ლიტ.: თ ო დ უ ა მ., ქართულ-სპარსული ეტიუდები, [წგ.] 1, თბ., 1971; მისივე, ქართულ-სპარსული ეტიუდები, [წგ.] 2, თბ., 1975 (დამატება II).