,,თამარ დედფალი''

,,თამარ დედფალი'', სვანური ფერხული. სიტყვიერი ტექსტი შექმნილია თამარ მეფის სვანეთში ჩასვლასთან დაკავშირებით. შემსრულებლები ქება-დიდებას ას­ხამენ თამარ მეფეს, მის სი­ლამაზეს, აღჭურვილობას, ცხენის მოკაზმულობას და სხვ. ფერხულის ტექსტის ანალიზი მიგვანიშნებს, რომ ­ქართვ. ხალხი თამარ მეფეში ხედავდა არა მარტო დედოფალს და ქალისათვის დამახასიათებელ სინაზეს, არამედ მეომარ მეფეს, რ-საც ატლასის კაბაზე ­აბჯარი ეცვა, თავზე ზუჩი ეხურა და წელზე ხმალი ეკიდა. ფერხულში მონა­წილეობს ნებისმიერი რაოდენობის. ქალ-ვაჟი. სრულდება ამავე სა­ხელწოდების ორპირული სამხმიანი სიმღერით. სიმღერის პირველი ნაწილის ("რავქენსიას"), ზომაა 6/8, მეორესი კი ("სა­იერიშოს") – 4/4.

ლიტ.: თ ა თ ა რ ა ძ ე  ა., ქარ­თუ­ლი ხალხური ცეკვა, თბ., 2010.