თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი, 1988 დიღმის მასივში, საქართველოს სამხ. გზის დასაწყისში, თრელის გორაზე არქეოლ. რ. აბრამიშვილის ინიციატივით დაარსდა თბილ. არქეოლ. მუზეუმი (არქიტ. შ. ყავლაშვილი), 1988 დასრულდა პირველი საგამოფენო დარბაზის მშენებლობა და გადაეცა საქართვ. მეცნ. აკად. არქეოლ. კვლევის ცენტრს. მუზეუმში დაცული და გამოფენილია თბილისსა და მის შემოგარენში აღმოჩენილი არქეოლ. მასალა ძვ. წ. V ათასწლეულიდან დაწყებული ფეოდ. ხანის ჩათვლით.