თბილისის ბავშვთა N1 მუნიციპალური საავადმყოფო

თბილისის ბავშვთა N1 მუნიციპალური საავადმყოფო პ. ყუ­რაშვილის ­ს ა ხ ე ლ ო ბ ი ­ს ა, დაარსდა 1937 პროფ. ი. ლორთქიფა­ნიძის თაოსნობით. ამიერკავკასიაში პირველი ბავშვთა საავადმყოფო. პ. ყურა­შვი­ლის სახელი მიენიჭა 1967.

საავადმყოფოს უნიკალური შენო­ბა (მოდერნის სტილის არქიტექტურის ძეგლი) XX ს. დასაწყისში (1902–06) ააგო მეცე­ნატმა ნ. ზუბალაშვილმა (იხ. ზუ­ბალაშვილები) და ­უპოვართა, უმწეოთა და უსახლკაროთა ­თავ­შესაფრისთვის სა­ქველმოქ­მე­დოდ ანდერძით გადას­ცა მუნიციპალიტეტს. გასაბჭო­ების შემდეგ ეს მისია შეწყდა. ქუჩას, რ-ზეც საავადმყოფო მდებარეობდა, 1990-იდან ძმები ზუბა­ლაშვილების სახელი ეწოდა.

თავიდან საავადმყოფო გათვ­ლილი იყო 150 საწოლზე. მას­ში შედიოდა: თერაპიული, ქი­რურგ., ნერვუ­ლი, ყელ-ყურ-ცხვირის ­განყ-ბები; კლინ.-დიაგნოსტიკური, ბიოქიმ., ბაქ­ტერიოლოგიური, ­ექს­პერ. ლაბორტორიები; ელექტრო­კარ­დიოგრაფიული, რენ­ტგენის, ფიზიოთერაპიის კაბინეტები; პათ. ანატომიის სამსახური, აფთი­აქი, კვების ბლოკი.

საავადმყოფოს პირველი მთ. ექიმი იყო ი. ლორთქიფა­ნიძე. სხვა­დასხვა დროს ხელმძღვანე­ლობდნენ: პ. ნანეი­შვი­ლი, ი. ჩი­კვაიძე, ნ. მთვარაძე, ლ. შარაშიძე, ლ. ირემაძე, დ. გურიელი, დ. გერმესა­შვი­ლი, ა. ნაცვლი­შვი­ლი, დ. მაგრაქველიძე.

საავადმყოფოს უკავშირდება ქართ. მეცნ. და პრაქტ. პედიატ­რიის და ბავშვთა ქირურგიის განვითარება სა­ქარ­თვე­ლო­ში. აქ ჩაეყარა საფუძველი თსსი-ის ბავშვ­თა სნეულებათა პროპედევტი­კის, საფაკულტეტო და ჰოსპიტალუ­რი პედიატრიის, თბილ. სა­ხელმწ. სამედ. აკადემიის ბავშვთა სნეულებების კათედრებს, პედიატრიის სამეცნ.-კვლ. ინსტიტუტს. აქ მოღვაწეობდნენ გამოჩენილი პედიატრები: ი. რცხილაძე, მ. ბოკერია, ვ. თოხაძე, მ. კოკოჩა­შვი­ლი; ს. მაჩაბელი, პ. ყურა­­შვი­ლი, ფ. შოთაძე, მ. გელოვანი, გ. ნიჟარაძე, ი. კვაჭაძე, მ. მჭედლი­შვილი, ი. ციცი­შვი­ლი და სხვ.

აქ დაარსდა და 1987-მდე ფუნქციონირებდა ბავშვთა ქირურგ. კათედრა მ. კოკოჩა­შვი­ლის, შემდეგ – ლ. ავალიანის, გ. ჟვანიას, რ. კუტუბიძის ხელმძღვანელობით. 1959–70 საავადმყოფო იყო ჰოსპიტალური პედიატრიის (ხელმძღვ. ვ. თოხაძე, ი. კვაჭაძე), 1971–2001 – პედიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კლინიკური ალერგოლოგიის განყოფილების (ხელმძღვ. მ. მჭედლი­­შვი­ლი, თ. ჭურაძე), 1993-იდან ე. ფიფიას სახ. სამედ. ინ-ტის, თბილისის დავით აღმაშენებლის უნ-ტის (ხელმძღვ. დ. ლეჟავა), სა­­ქართვ. დავით აღმაშენებლის სახ. უნ-ტის (ხელმძღვ. ლ. გვენცაძე) პედიატრიული კათედრების ბაზა.

სხვა­და­სხვა დროს საავადმყოფო ნაყოფიერად თანამშრომლობდა სამედ. აკადემიის ბავშვთა ქირურგიის, სამედ. უნ-ტის ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის, სამკურნ. ფაკ-ტის პედიატრიის კათედრებთან, პედიატრიის სამეცნ.კვლ. ინ-ტის ჰემატოლოგიურ და ჰემატოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ბავშვთა განყოფილებებთან.

საავადმყოფოში გაიხსნა სა­ქართვე­ლო­ში პირველი ბავშვთა ინტენს. თერაპიის პალატა და განყ-ბა; რესპ. ალერგოლოგიური დისპანსერი, რ-იც მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებდა ალერგიული პათოლოგიის რისკის მქონე და დაავადებული ბავშვების მონიტორინგს; ტრავმატოლოგიურ განყ-ბასთან ჩამოყალიბდა პირველი რაბიოლოგიური სამსახური; პირველად იყო გამოყენებული პაციენტთა დღის სტაციონარის რეჟიმით მომსახურება.

ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები იყო ბავშვთა რევმატოლოგია, თორაკო-აბდომინალური ქირურგია, ახალშობილთა ქირურგია, ტრავმატოლოგია-ორ­თოპედია, ალერგოლოგია და რესპირაციული პათოლოგია.

2011 ბავშვთა პირველმა საავადმყოფომ არსებობა შეწყვიტა.

დ. ლეჟავა