თბილისის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

მ. იაშვილის სახელო­ბის ბავშვთა ­ცენ­ტრა­ლური საავადმყოფოს შენობა

  თბილისის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მ. იაშვილის ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს ა, მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც სამედ. დახმარების აღმოჩენა 18 წლამდე ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვისაა შესაძლებელი.

საავადმყოფო 35 წელზე მეტია ფუნქციონირებს (2010-იდან დირექტორია შ. ჯოგლიძე). საავადმყოფოს აქვს ევრ. და ამერ. წამყვან კლინიკებში აპრობირებული სტრატეგია, რ-იც ორი დონის სამედ. მომსახურებას ეფუძნება. პირველი არის ემერჯენსის განყ-ბა (18 საწოლზე), სადაც შესაძლებელია გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა „ერთი დღის ჰოსპიტლის" პრინციპით; მეორე – კლინიკის სტაციონარული განყ-ბა, რ-იც სა­ქართვე­ლო­ში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედ. სერვისს უზრუნველყოფს. ასევე ფუნქციონირებს ამბულატორიული სამსახური მრავალპროფილური სამედ. მომსახურებით (იმუნიზაციის ჩათვლით).

საავადმყოფოში რამდენიმე უნიკალური (რ-ის ანალოგი სა­ქართვე­ლო­ში არ არის) დეპარტამენტია: ონკოჰემატოლოგიის, ნეირომეცნიერების, ტოქსიკოლოგიის, რეს­პირაციული მედ., თირკმლის, ადრეული ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარების. ასევე ფუნქციონირებს ნეონატოლოგიური, ნევ­როლოგიური, აბდომინური, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, კრიტ. მედ. დეპარტამენტები.

კლინიკა აღჭურვილია კომპიუტერული და ბირთვულ-მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფიით, ხელოვნური სუნთქვის აპარატებით და კიუვეზებით, ბიოქიმ. და კლინ. ავტომ. ანალიზატორებით, ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის აპარატურით. ყველა სა­ხის სამედ. დოკუმენტაციის წარმოებისას იყე­ნე­ბენ თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებებს.

კლინიკა თსსუ-ის დიპლომამდელი და დიპლომისშემ­დგომი სამედ. განათლების ბაზაა. მოქმედებს სასწ. ცენტრი, რ-იც სამედ. კადრების ტრენინგს ­ახორციელებს.

კლინიკის სამეცნ. მუშაობის პრი­ორიტეტია რესპირაციული მედიცინა, ნევროლოგია, ონკოჰემატოლოგია, ნეონატოლოგია, ნეფროლოგია, რაც, შესაბამისად, ასახულია სამეცნ. პუბლიკაციებში, გაიდლაინებსა თუ პროტოკოლებში.

ი. ჩხაიძე