თბილისის ბურევესტნიკის ხელბურთელთა გუნდი, (1990-იდან – „შევარდენი"), შეიქმნა 1956. სსრკ-ის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964; სსრკ-ის პირველი ჩემპიონი ხელბურთში), სამგზის მეორე (1965–67), ოთხგზის მესამე პრიზიორი (1963, 1977, 1980–81), სსრკ-ის თასის ორგზის მფლობელი (1979–80). მონაწილეობდა ევრ. ჩემპიონთა თასის გათამაშებაში (1962, 1964). „ბურევესტნიკის" შემადგენლობაში სსრკ-ის ჩემპიონები გახდნენ: თ. ანთაძე, ჯ. ცერცვაძე, ჯ. აბაიშვილი, ი. ფხაკაძე, ა. ექსეულიძე, ბ. კოპალეიშვილი, გ. მაჭავარიანი, ლ. კარტოზია, ა. რატიანიძე, ი. შენგელია, თ. ზარდალიშვილი, ჯ. ბაგრატიონი; უფროსი მწვრთნელი გ. შარაშიძე. მოგვიანებით გუნდის გამორჩეული ხელბურთელები იყვნენ თ. ჩხარტიშვილი, ჯ. ძაგანია, ი. პარლაგაშვილი, ვ. არაქელოვი, ა. ანპილოგოვი.