თბილისის განძები

თბილისის განძები, აღმოჩენილია თბილისში სხვა­და­სხვა დროსა და სხვა­და­სხვა ადგილზე და შედგება ქარ­თუ­ლი და უცხო სახელმ­წი­ფოთა მონეტებისაგან. 1. 1917 თბილისში, ბოტან. ბაღთან მდებარე მაჰმადიანთა სასაფლაოზე, აღმოჩნდა ქართ. და ილდეღიზიდური მონეტების განძი, რ-იც შედგებოდა გიორგი III-ის, თამარ მეფის, გიორგი IV ლაშას სა­ხე­ლით მოჭრილი და სინქრონული ილდეღიზიდური მონეტებისაგან. მონეტები გაიფანტა.

2. 1935 თბილისის ძვ. უბანში – კრწანისში – აღმოაჩინეს ქართ. და უცხ. სპილენძის მონეტების განძი (1319 მონეტა). მის შემადგენლობაში იყო: 1 ც. გიორგი III-ის, 1312 ც. რუსუდანის, 1 ც. ჯალალედინის, 1 ც. ბიზანტ. იმპ. ანასტასიოს I-ის (491–518), 1 ც. ალექსი I კომნენოსის (1081–1118), 3 ც. ილდეღიზიდი ათაბაგის აბუ ბაქრის (1195–1210) სა­ხე­ლით მოჭრილი მონეტები. განძი ჩაფლული უნდა იყოს XIII ს. 30-იან წლებში.

3. 1936 თბილისში, ავლაბარში, აღმოჩნდა ქარ­თუ­ლი და ილდეღიზიდური სპილენძის მონეტების განძი, რ-იც შედგებოდა თამარისა და დავით სოსლანის მიერ ქორონიკონს 420 (1200) მოჭრილი (4 ც.), გიორგი IV ლაშას მიერ „ჯავახთუფლის" ტიტულით მოჭრილი (1 ც.), რუსუდანის მიერ ქორონიკონს 447 (1227) მოჭრილი, რუმის სელჩუკიანი სულთნის ქეიქაუსის (1210–19) სა­ხე­ლით მოჭრილი (1 ც.), ილდეღიზიდ უზბეკის (1210–25) სა­ხე­ლით მო­ჭრილი (1 ც.) მონეტებისაგან. განძი ჩაფლულია XIII ს. 20-იან წლებში.

4. 1937 თბილისში, ორბელიანების კუნძულზე, აღმოაჩინეს სპილენძის მონეტების განძი, რ-იც თიხის ჭურჭელში იყო მოთავსებული. განძი გაიფანტა. შემორჩენილია გიორგი III-ის სა­ხე­ლით მოჭრილი მონეტა და 1226 წ. ქართ. მონეტებიდან გადაჭედილი ჯალალედინის მონეტა.

ლიტ.: ა ბ რ ა მ ი ­შ ვ ი ­ლ ი  თ., სა­ქართვე­ლოს სა­ხელმ­წი­ფო მუზეუმის ბიზანტიური მონეტები, თბ., 1965; Джалагания И. Л., Иноземная монета в денежном обращении Грузии V–XIII вв., Тб., 1979.

გ. დუნდუა