თბილისის გერმანელთა საკრებულო

თბილისის გერმანელთა საკრებულო, თბილისის გერმანელ კოლონისტთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია. დაარსდა 1852 წ. 1 იანვარს, საკრებულოს ხელმძღვანელობდნენ მამასახლისები, რ-თაც ყოველწლიურად ირჩევდნენ ფარული კენჭისყრით. საზ-ბა თავისი წევრებისათვის აწყობდა სხვა­დასხვა სა­ხის საღამოებს, მეჯლისებს. საზეიმო შეხვედრები იმართებოდა მხო­ლოდ გერმ. დღესასწაულებთან – გერმ. ისტ. ღირსშესანიშნავ თარიღთან, გერმ. საიმპერატორო გვარის წევრების ან რომელიმე გერმ. მოღვაწის დაბადების დღესთან დაკავშირებით.