გორგილაძე ზურაბ ჰასანის ძე (5. V. 1937, სოფ. ხალა, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი, – 8. IV. 2006, ბათუმი), პოეტი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედ. ინ-ტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკ-ტი (1961). პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1957, პირველი წიგნი „ნედლი სალამურები" – 1962. ავტორია პოეტური კრებულებისა: „დიდი თვალები" (1964), „ლირიკული პოემები" (1969), „ზღვიდან აკრეფილი კენჭები" (1970), „ლექსები" (1973), „სინაზე" (1977), „ლირიკა" (1979), „მოფერება" (1984) და სხვ. ლექსების ძირითადი თემატიკაა სიყვარული, აჭარის ისტ. წარსული და პოეტის მშობლიური კუთხის მკვიდრთა სულიერი სამყარო. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1997).