თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი

თბილისის `დინამოს" წყალბურთელთა გუნდი. პირველ რიგში (მარცხნიდან): ვ. რომანოვი, გ. ჩიქვანაია, ნ. გვახარია (მწვრთნელი), ვ. სანაძე, ი. ჩხიკვაძე, ზ. ლომიძე; მეორე რიგში (მარცხნიდან): ო. მიმინოშვილი, ლ. გოგოლაძე, ჯ. წიკლაური, ბ. მარგიევი, ბ. მეგედი. 1963.

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი, შეიქმნა სპორტსაზოგადოება 1დინამოსთან" მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში (1938). გუნდი ათეული წლების განმავლობაში უძლიერესი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში.„დინამოს" რიგებში სხვა­და­სხვა დროს გამოდიოდნენ ცნობილი წყალბურთელები: ვ. გოიაშვილი, კ. ჭიჭინაძე, ვ. ბარტიაევი, კ. პოტაპოვი, გ. დარახველიძე, ი. ჩხიკვაძე, ჯ. წიკლაური, ბ. მეგედი, ზ. ჩაჩავა, ვ ისელიძე, დ. რურუა, ი. ნიჟარაძე და სხვ. სსრკ-ის ნაკრებში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს დინამოელმა წყალ­ბურთელებმა, ოლიმპიური თა­მაშების პრიზიორებმა: ნ. გვახა­რიამ, მ. გიორგაძემ, ლ. გოგოლაძემ, ო. მიმინოშვილმა, პ. მშვენიერაძემ, გ. ჩიქვანიამ. „დინამოს" წარმატებებში მნიშვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შეიტანეს მწვრთნელებმა: ა. გილდმა, რ. ჩაჩავამ, ნ. გვახა­რიამ, ვ. სანაძემ. მათი ხელმძღვანელობით სხვა­დასხვა დროს გუნდმა 5-ჯერ მოიპოვა საპრიზო ადგილი სსრკ-ის ხალხთა სპარტაკიადაში. 1992 წლისთვის გუნდმა არსებობა შეწყვიტა.