„თბილისის მოდელური ფეხსაცმლის ფაბრიკა“

„თბილისის მოდელური ფეხსაცმლის ფაბრიკა“ (სააქციო საზოგადოება), მსუბუქი მრეწველობის საწარმო. ამუშავდა 1972. 1996 ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა ამავე სახელწოდებით. სპეციალიზებული იყო მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმლის წარმოებაზე. საწარმოო სიმძლავრე შეადგენდა 500 ათ. წყვილ ფეხსაცმელს წელიწადში. მუშაობდა როგორც ადგილობრივ, ისე შემოტანილ ნედლეულზე. მზა პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა ქვეყნის შიგნით, აგრეთვე მოკავშირე რესპუბლიკებში. 2003-იდან საწარმო პროფილით აღარ ფუნქციონირებს.