თბილისის ნავთობის საბადოები

თბილისის ნავთობის საბადოები, ნავთობის გამოვლინებები თბილისის მიდამოებში ძველთაგანვე იყო ცნობილი, რაც აისახა კიდეც ერთ-ერთი უბნის (შუა საუკუნეებში საგარეუბნო სოფელი) ნავთლუღის სახელწოდე­ბაში. „ტფი­ლისის სამჴრ-აღმოსავლით არს ნავთლუხი. მუნ დის ­ნავთი კიდესა მტკურისასა, არამედ წყლის სიახლო­ვით მრავალი არ აიღების", – წერს ვახუშტი ბატონი­შვი­ლი (XVII ს.) თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა სა­ქართვე­ლოსა".

ნავთობის გეოლ. კვლევა საქარ­თვე­ლო­ში, მ. შ. თბილისში, დაიწყო XIX ს. 60-იანი წლებიდან, კავკ. სამთო სამმართველოს და­არსების შემდეგ. 1881 სამთო ინჟინერმა გ. გ. წულუკიძემ ძებნა-ძი­ებითი სამუშაოები ჩაატარა ნავთლუღის მიდამოებში. XX ს. 30-იანი წლებიდან გეგმაზომიერ და სისტემ. გეოლ.-საძიებო სამუშაოებს ატარებდა ტრესტი „საქნავთობი". თბილ. მიდამოებ­სა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული კვლე­ვის შედეგად აღმოჩენილი და შესწავლილია რამდენიმე საბადო. თბილ. ნავთობ-აირიანი რ-ნის საბადოების წილად მოდის სა­ქარ­თვე­ლო­ში 1930-ის შემდეგ მთლიანად მოპოვებული ნავთობის უდიდესი ნაწილი. იხ. აგრეთვე სტ. ნავთობის საბადოები.

ლიტ.: თბილისი. ენციკლოპედია, თბ., 2002.

ვ. ზესა­შვი­ლი