თბილისის ოლქი

თბილისის ოლქი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერ­თე­ული სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-ში. შეიქმნა 1929 წ. 21 აგვ. სა­ქარ­თვე­ლოს ­ცენტრ. აღმასრ. კომიტეტისა და სა­ქარ­თვე­ლოს სსრ სახკომსაბჭოს 1929 წ. 11 ივლ. დადგენილებით ახ. ადმ.-ტერ. დაყოფის შე­სა­ხებ. მის შემადგენლობაში შედიოდა ქვემო ქართლი (ყოფილი თბილისის მაზრის ჩრდ. ნაწილი, ქვემო ქარ­თლის სამხრ. მხა­რე, ბორჩალოს მაზრა), გარეკახეთი, შიდა ქარ­თლის მცირე მონაკვეთი – მცხეთის რ-ნი, ყოფ. დუშეთის მაზრა და ყოფ. თიანეთის მაზრის ­ცენტრ. მხა­რე – ერწო-თიანეთის ტერიტორია.

თ. ო-ში ცხოვრობდა 146895 კომლი და 613 189 სული. ეროვნ. შემადგენლობის მხრივ თ. ო. ასე გამოიყურებოდა: ქართველები – 254408, სომხები – 148482, თურქები (აზერბაიჯანელები) – 72986, რუსები – 55719, ბერძნები – 31512, გერმანელები – 14413, დანარჩენები – 41259 სული.

ქვეყნის ოლქებად დაყოფის სისტემამ არ გაამართლა, ვინაი­დან იგი არ შეესაბამებოდა ე. წ. კომუნისტური „დიადი გარდატეხის" ახალ სოც.-ეკონ. ამოცანებს. სკკპ XVI ყრილობის გადაწყვეტილებათა თანახმად, საქ. კომპარტიის ­ცენტრ. კომიტეტმა 1930 წ. 15 ივნისს გამოიტანა დადგენილება სა­ქარ­თვე­ლო­ში ოლქების და მაზრების გაუქმებისა და ქვეყნის ახ. ადმ.-ტერიტ. ერთეულებად – რაიონებად დაყოფის შე­სა­ხებ. 1930 წ. ოქტ. დასაწყისში თ. ო. გაუქმდა.

1951 წ. 5 ნოემბერს ­კვლავ შეიქმნა თ. ო. შემდეგი შემადგენლობით: თბილისი (რესპ. დაქვემდებარების ქალაქად მისი დატოვებით), ქ-ები: გორი, რუსთავი და ადიგენის, ახალციხის, ახალ­ქა­ლაქის, ახმეტის, ასპინძის, ბოგდანოვკის, ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დმანისის, დუშეთის, ყაზბეგის, ქარელის, კასპის, ჯავახეთის, ყვარლის, ლაგოდეხის, მარნეულის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, თელავის, თეთრიწყა­როს, თიანეთის, ხაშურის, წალკისა და წითელწყა­როს რ-ნები.

თ. ო-მა მთელი აღმ. სა­ქარ­თველოს და სამხრ. სა­ქარ­თვე­ლოს ორი რეგიონი (სამცხე-ჯავახეთი) მოიცვა. აღდგენილმა თ. ო-მა ერთ წელზე მეტხანს ვერ იარსება, რესპუბლიკის ოლქებად (თბილისის და ქუთაისის) დაყოფამ აშკარად ვერ გაამართლა, ისინი ზედმეტ ადმ. ერთეულებს წარმოადგენდნენ. 1953 წ. აპრილში თ. ო. გაუქმ­და.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორია XIX ს. 90-იანი წლებიდან დღემდე, თბ., 1984.

ზ. ცინცაძე