„თბილისის ორგანოთერაპიული პრეპარატების ქარხანა“

„თბილისის ორგანოთერაპიული პრეპარატების ქარხანა“, (სააქციო საზოგადოება), სამკურნალო პრეპარატების მწარმოებელი ფარმაცევტული საწარმო. შეიქმნა 1996 ამავე სახელწოდების ქ-ნის ბაზაზე, რ-იც დაარსდა 1939. საწარმო თავდაპირველად სპეციალიზებული იყო ადგილ. მსხვილ­ფეხა რქოსანი საქონლის და ნაწილობრივ ღორის ნედლეულისაგან დამზადებული ორგ. სამკურნ. პრეპარატების (მინისებური სხეული, ადიურეკრინი, პეპტონი, პეფსინი, ფოლიკულინი, ჰემოსტიმულინი, პანკრეატინი, ატფ, ჰემატოგენი და სხვ.) გამოშვებაზე. ქ-ნა შედიოდა სსრ კავშირის ამ პროფილის საწარმოთა ხუთეულში და ერთადერთი იყო სამხრ. კავკასიაში. პროდუქცია გადიოდა სსრკ-ის რესპუბლიკებში და საზღვარგარეთ (მონღოლეთი, ვიეტნამი). XX ს. 90-იანი წლებიდან საწარმო უშვებდა შემდეგ სამედიცინო პრეპარატებს: ნატრიუმის ქლორიდს, კალციუმის ქლორიდს, პლატიფილინს, რიბოქსინს, ნოვოკაინს, ლიდოკაინს, საინიექციო ­წყალს, პაპავერინს, დიბაზოლს, ვიტამინებს (С, B1,B^6, E) და სხვ., აგრეთვე მინისებურ სხეულს და ფოლიკუ­ლინს. მედიკამენტები მზადდებოდა როგორც ადგილობრივი, ისე შემოტანილი ნედლეულით. წარმოებული პროდუქცია იგზავნებოდა შუა აზიის რესპუბლიკებში. 2008-იდან ქ-ნა დროებით არ ფუნქციონირებს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა­და­სხვა უც­ხოურ ფირმებთან ინვესტიციის მოზიდვის მიზნით.