თბილისის პედიატრიული კლინიკა

თბილისის პედიატრიული კლინიკა მ. გ უ რ ა მ ი ­შ ვ ი ­ლ ი ს სახელობისა (შპს) (ყოფილი ბავშვთა N 3 კლინიკური საავადმყოფო), გაიხსნა 1966. აშენდა საუკეთესო მიკროკლიმატის მქონე ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც იდეალურ პირობებს ქმნიდა ბავშვთა რესპირაციული დაავადებების სამკურნალოდ.

კლინიკა გათვლილია 80 საწოლ­ზე, აღჭურვილია თანამედროვე სა­მედ. აპარატურით და კომპიუტე­რული ბაზით. მის სტრუქტურა­შია: პედიატრიული სექტორი; ნეონატოლოგიური სექტორი; ქირურგ. სექტორი: ზოგადი ქი­­ რურ­გია, ტრავმატოლოგია, ოტორინოლარინ­გოლოგია, ანტირაბიული კაბინეტი; კრიტ. მედიცინის სექტორი; მიმღები და გადაუდებელი სამედ. დახმარების (emergency) განყ-ბები.

ამბულატორიული დეპარტამენტი: პედიატრია, ნეონატოლოგია, ქირურგია, ტრავმატოლოგია, ოტორი­ნოლარინგოლოგია, ნევროლოგია, კარდიორევმატოლოგია, გასტროენტეროლოგია, ინფექციური სნეულებები, ფსიქორეაბილიტაცია, ოფთალმოლოგია, ფიზიოთერაპია, რადიოლოგია, იმუნიზაცია, ციფრული ელექტროენცეფალოგრაფია, ულტრასონოგრაფია (ფარისებრი ჯირკვლის, შინაგანი ორგანოების ექოსკოპია, ნეიროსონოსკოპია, კარდიოექოსკოპია, ექოენცეფალოსკოპია), ენდოსკოპია, ლაბორატორიული საქმიანობა (კლინ.-დიაგნოსტიკური, ბიოქიმიური, ბაქტერიოლოგიური).

დაარსების დღიდან საავადმყოფოს ხელმძღვანელობდნენ: ე. ჩუბინი­შვი­ლი (1966–86); მ. გურამი­­ შვი­ლი (1986–96); ქ. ნემსაძე (1996–2008); რ. სვინტრაძე (2008, 2010–11); გ. გოგი­შვი­ლი (2008– 09); პ. ჟორჟოლიანი (2009–10); 2011-იდან – ა. გვენეტაძე.