თბილისის პირველი გიმნაზია

თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია.

თბილისის პირველი გიმნაზია, თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, ვაჟთა პირველი კლასიკური გიმნაზია, რ-იც შეიქმნა 1830, ადრე არსებული (1802იდან) კეთილშობილთა სასწავლებლის ბაზაზე. ორი ათეული წელი ეს გიმნაზია იყო ერთადერთი საერო სასწავლებელი სა­ქარ­თვე­ლოში ათეული წლების განმავლობაში კი – ერთადერთი ევრ. ტიპის საერო საგანმან. დაწესებულება ამიერკავკასიაში. თ. პ. გ-თან არსებობდა პანსიონი, რ-შიც თავიდან ირიცხებოდა 40 მოსწავლე, მ. შ. 30 ­ქართვ. თავად-აზნაურის ­შვი­ლი. გიმნაზია 7 კლასისგან შედგებოდა (1-ლი კლასი იყო მოსამზადებელი). ძირითად კლასებში ასწავლიდნენ: საღვთო სჯულს, ქართ., თათრულ, გერმ. და ფრანგ. ენებს, მათემატიკას, ფიზიკას, ისტორიას, რუს. სიტყვიერებას და ლოგიკას, გეოგრაფიას და სტატისტიკას, სუფთა წერას, ხატვასა და ხაზვას, რუს. სამართალმცოდნეობას. ქართ. ენის შესწავლა სავალდებულო იყო განურჩევლად ყველა მოსწავლი­სათვის, თათრულ ენას კი ასწავლიდნენ იმათ, ვინც პანსი­ონში სა­ხელმწ. ხარჯზე ირიცხებოდა. 1831-თვის გიმნაზიაში სწავლობდა 307 მოსწავლე, მ. შ. ნ. ბარათა­შვილი, კ. მამაცა­შვი­ლი, დ. მაჩაბელი და სხვ. 1835-იდან მოსწავლეები უშვებდნენ რუს. ხელნაწერ ჟურნ. "თბილისის გიმნაზიის ყვავილს". 1847-იდან მოსწავლეთა რიცხვი 467-მდე გაიზარდა. ამ წლებში აქ სწავლობდნენ: ი. კერესელიძე, ი. ჭავჭავაძე, ბ. ღოღობერიძე და სხვ. არსებული წესის მიხედვით თ. პ. გ-ის კურსდამთავრებულთაგან ყოველწლიურად რუს. კადეტთა კორპუსში უნდა გაეგზავნათ 10 კაცი, პეტერბურგის და მოსკ. უნ-ტებში– 5 კაცი (სა­ხელმწ. ხარჯზე). 1850 წ. 2 (14) იანვარს გიმნაზიის შენობაში პირველად და­იდგა გ. ერისთავის პიესა "გაყრა", ამ თარიღთან არის დაკავშირებული ქართ. თეატრის დღის დაწესება და აღნიშვნა ყოველი წლის 14 იანვარს. XIX ს. 60-იანი წლების რეფორმების შემდეგ თ. პ. გ-ს ეწოდა კლასიკური და იგი გაუთანაბრდა რუს. იმპერიის ანალოგიურ სასწავლებლებს იმ განსხვავებით, რომ აქ ისწავლებოდა მხო­ლოდ ლათ. ენა (­ბერძნ. არა). ქართ. ენა თანდათან მთლიანად განიდევნა სასწავლებლის პროგრამიდან და, თუმცა შეიცვალა გიმნაზიის კარჩაკეტილი წოდებრივი ხასიათი და ფორმალურად ყველა სოც. ფენის შვილებს შეეძლოთ შესვლა, მოსწავლეთა კონტინგენტი მაინც შეზღუდული იყო სწავლების მაღალი გადასახადით, წინასწარი მომზადების დონითა და რუს. ენის ცოდნის ნიშნით. 1900 თ. პ. გ-ში სწავლობდა 824 მოსწავლე. სხვა­და­სხვა დროს თ. პ. გ-ში მასწავლებლობდნენ: ს. დოდა­შვი­ლი, გ. გეხტმანი, ე. თაყაი­შვი­ლი, დ. დონდუა, ვ. აბდუშელი­შვი­ლი, დ. ყიფიანი, ბ. ღოღობერიძე, ი. კერესელიძე, ა. ფურცელაძე, პ. უმიკა­­ შვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ სასკოლო ქსელის გარდაქმნასთან დაკავშირებით თ. პ. გ. გადაკეთდა შრომის სკოლად, ხოლო 1923-იდან – პირველ საცდელ-საჩვენებელ სკოლად. ტრადიციულად სკოლას დარჩა დედაქალაქის პირველი სკოლის სახელი. 1997–2005 იყო თბილ. პირველი კლასიკური გიმნაზია და გიმნაზიაში სწავლების კონცენტრების სქემა იყო 5+4+3, სასწ. პროგრამა ითვალისწინებდა ლათ., რუს., ინგლ., გერმ., სპარს. ენების, ანტ. ქვეყნების ისტ. და ლიტრის გაძლიერებულ შესწავლას. გიმნაზია მოსწავლეებს ამზადებდა საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად. 2005–11 ეწო­დებოდა თბილ. 1-ლი საჯარო სკოლა და სასკოლო პროგრამა მთლიანად ექვემდებარებოდა ეროვნ. სასწ. გეგმას, ნაკლებად ისწავლებოდა საგ­ნე­ბი სტანდარტს ზემოთ ფარგლებში. 2012 სკოლას დაუბრუნდა გიმნაზიის სახელი და სა­ქართვ. განათლების სისტემაში დამკვიდრებული ტენდენციის – სკოლებისათვის მეტი ავტონომიურობის მინიჭება – შესაბამისად აღდგა სკოლისთვის ტრად. საგ­ნე­ბის სწავლება.

თ. პ. გ. დაამთავრა მრავალმა სახელ­განთქმულმა ადამიანმა, რ-თა შორის არიან: ო. ლომი­შვი­ლი, ა. გელოვანი, ი. ჯორჯაძე, ვ. ბერიძე, გ. ჭოღო­შვი­ლი, ზ. ანჯაფარიძე, ზ. ფალია­შვი­ლი, ვ. სარაჯი­შვი­ლი, ო. გორდელი, ა. ნადირაძე, ნ. ანდღულაძე, ვ. ძიძიგური, კ. მახარაძე, მ. ჩახავა, ე. საყვარელიძე, ზ. გამსახურდია, მ. კოსტავა, ვ. კოტეტი­შვილი, შ. ყაყიჩა­შვი­ლი, ე. შენგელაია და სხვ.

თ. პ. გ-ის შენობა აშენდა 1837– 39, გადაკეთებულია XIX ს. 60-იან წლებში, თბილ. ომის შემდეგ გადამწვარი სკოლა რესტავრირებულია 90-იან წლებში.

ლ. შეწირული