თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მნიშვნელოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულება ამიერკავკასიაში. დაარსდა 1917 წ. 6 მაისს. თ. პ. ი. პირველ პროფესორთა შორის იყვნენ ლ. მანდელშტამი, ა. ჯავახიშვილი, ა. თვალჭრელიძე, ა. დიდებულიძე და სხვ. პირველი რექტორი იყო ცნობილი ნიადაგმცოდნე ს. ზახაროვი. მეცადინეობა დაიწყო 1917 წ. 9 ოქტომბერს. სწავლება მიმდინარეობდა რუს. ენაზე. მენშევიკურ საქართველოში ინ-ტი კერძო დაწესებულება იყო (ინახავდნენ კერძო შემოწირულებითა და სწავლის ქირით). საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წ. 1 ოქტომბერს, რესპუბლიკის განათლების სახ. კომისარიატის გადაწყვეტილებით, იგი სახელმწ. დაწესებულებად გამოცხადდა და თბილ. სახელმწ. პოლიტექნიკური ინ-ტი ეწოდა, 1922 ვ. ი. ლენინის სახელი მიენიჭა. 1917–28 – თ. პ. ი-ის სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა 300-დან 2200-მდე. თ. პ. ი. კურსდამთავრებულია მ. საბაშვილი. 1928 ინ-ტმა შეწყვიტა არსებობა. მისი ტექ. პროფილის ფაკ-ტები შეუერთდა თსუ-ის პოლიტექ. ფაკ-ტის (შეიქმნა 1922) ბაზაზე დაარსებულ საქართვ. პოლიტექ. ინ-ტს (ახლანდ. საქართვ. ტექნიკური უნ-ტი; სტუ).
ვ. ჯავრიშვილი