თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი ვ. ი. ლენინის სახელობისა, უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი; გაიხსნა 1947 ამიერკავკასიის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტის რეორგანიზაციის ბაზაზე. ინ-ტში მოღვაწეობდნენ: კ. ზავრიევი, ვ. გურგენიძე, მ. დანდუროვი, ნ. გვარამაძე და სხვ., რ-ებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართვ. ინჟინრების მომზადების საქმეში. 1951 სწავლობდა 1500-ზე მეტი სტუდენტი; 1959 შეუერთდა ს. მ. კიროვის სახ. საქართვ. პოლიტექნიკურ ინსტიტუტს და ეწოდა ვ. ი. ლენინის სახ. საქართვ. პოლიტექნიკური ინ-ტი (ახლანდ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).