თბილისის რუსული ენის შემსწავლელი სკოლა

თბილისის რუსული ენის შემსწავლელი სკოლა, დაარსდა თბი­ლისში 1778. ხელმძღვანელობდა ცნობილი საზ. მოღვაწე და მეცნი­ერი გაიოზი (შემ­დგომში გა­იოზ რექტორად ცნობილი). სკოლა და­არსდა ქართ.-რუს. პოლიტ. და კულტ. ურთიერთობების გაფართო­ების პირობებში იმ მიზნით, რომ ახალგაზრდობა უკეთ გაცნო­ბოდა და შეესწავლა რუს. ენა და კულტურა. სკოლამ თბილ. სხვა სკოლებთან ერთად, არსებობა შეწყვიტა 1795, აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დარბევის შემდეგ.