თბილისის საბიბლიოთეკო სასწავლებელი, დაარსდა 1935 როგორც პედ. სასწავლებლის პოლიტგანათლების განყ-ბა. სწავლება 3-წლიანი იყო; იღებდნენ რვაკლასდამთავრებულებს. 1938 განყ-ბა გადაკეთდა პოლიტგანათლების სასწავლებლად, ხოლო 1962-იდან – საბიბლიოთეკო სასწავლებლად. სწავლების ვადა იყო 2 წელი. ჰქონდა 2 განყ-ბა: საბიბლიოთეკო და წიგნთსაქონელმცოდნეობის.