თბილისის საესტრადო და საცირკო სასწავლებელი

თბილისის საესტრადო და საცირკო სასწავლებელი შ. მილორავას ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს ა, დაარსდა 1969 ო. თაქთაქი­შვილის ინიციატივით. სწავლება იყო ქართ. და რუს. ენებზე. სწავლების ვადა იყო 4 წელი. თავდაპირველად სასწავლებელში იყო 2 განყ-ბა, 1995 გაიხსნა დრამის, 1996 – მუს. თეატრის მსახიობთა განყ-ბები. სასწავლებელი ამზადებდა მოსწავლეებს შემდეგი სპეციალობებით: სალაპარაკო ჟანრი (მხატვრული კითხვა, პაროდია, იმიტაცია); საესტრადო სიმღერა (სოლო და ანსამბლური); საესტრადო ცეკვა (­ქართ., სამეჯლისო, სახასიათო, რიტმული); მუს. საკრავები (ქართ. ხალხური საკრავები, ფორტეპიანო, იონიკა, საყვირი, გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები); ორიგინ. ჟანრი (აკრობატიკა, ჟონგლიორობა, კლოუნადა, ეკვილიბრისტიკა, ილუზია, დრესურა). სასწავლებლის კურსდამთავრებულებით დაკომპლექტდა ანსამბლები: „აისი”, „სხივი”, „პირველი ნაბიჯები”. სასწავლებელი დაამთავრა ბევრმა გამოჩენილმა ხელოვანმა (კომპოზიტორი ვ. დურგლი­შვი­ლი, მხატვრული კითხვის ოსტატი ე. საღარაძე, იუმორისტი მ. კვირიკა­­შვი­ლი, იმიტატორი ო. ციმაკურიძე, ვოკალისტი ე. ჯანელიძე, ილუზიონისტები ზ. ვადაჭკორია, ზ. კრიხელი და სხვ.). სასწავლებლის პედაგოგებად მუშაობდნენ: გ. ცაბაძე, შ. მილორავა, ნ. (ბიჭიკო) ანდრონიკა­შვი­ლი, მ. შილდელი, ც. ციცქი­შვი­ლი, გ. ქართველი­შვილი, ლ. ია­შვი­ლი და სხვ.