თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი „ჰიპოკრატე“

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი „ჰიპოკრატე“, სამედიცინო პროფილის სასწავლო უნივერსიტეტი. დაარსდა 2002, ლიცენზირებული და აკრედიტებულია სა­ქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს მიერ, მინიჭებული აქვს სა­ხელმწ. დიპლომის გაცემის უფლება.

უნ-ტს აქვს ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და რეზიდენტურა. უნ-ტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ, სტაჟირება გაიარონ რუსეთისა და გერმანიის წამყვან კლინიკებში. აქვს აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი.

თ.ს.ს.უ. „ჰ”-ში ფუნქციონირებს ჯანდაცვის მიმართულებების: მედი­ცინის ფაკ-ტი (სამკურნალო საქმის სპეციალობით), სტომატოლოგიის ფაკ-ტი (სტომატოლოგის სპეციალობით) და ფარმაციის ფაკ-ტი (ფარმაციის სპეციალობით).

ჯანდაცვის მიმართულების მედ. ფაკ-ტის დიპლომირებული ექიმის საგანმან. პროგრამა მოიცავს ერთსაფეხურიან უმაღლეს სამედ. განათლებას, სწავლება 6-წლიანია. კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომირებული ექიმის აკად. ხარისხი. მიღებული ცოდნა და გამომუშავებული უნარ-ჩვევები კურსდამთავრებულს უფლებას მისცემს სწავლა განაგრძოს უმაღლესი განათლების შემ­დგომ საფეხურზე (რეზიდენტურა, დოქტორანტურა).

ჯანდაცვის მიმართულების სტომატოლოგიის ფაკ-ტის დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმან. პროგრამა მოიცავს ერთსაფეხურიან უმაღლეს სამედ. განათლებას. პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომირებული სტომატოლოგის აკად. ხარისხი. მიღებული ცოდნა და გამომუშავებული უნარ-ჩვევები კურსდამთავრებულს უფლებას მისცემს, სწავლა განაგრძოს უმაღლესი განათლების შემ­დგომ საფეხურზე (რეზიდენტურა, დოქტორანტურა).

ჯანდაცვის მიმართულების ფარმაციის ფაკ-ტის (სპეციალობა ფარმაცია) საბაკალავრო პროგრა­მის, ფარმაცია, დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია – ჯანდაცვის ბაკალავრი ფარმაციაში. კურსდამთავრებულს უფლება აქვს იმუშაოს ნებისმიერი ტიპის ფარმაცევტულ დაწესებულებაში (აფთიაქი, სააფთიაქო ლაბორატორია, ფარმაცევტული საწარმო) რიგით ფარმაცევტად. საბაკალავრო პროგრამის დასრულება სტუდენტს საშუალებას მისცემს განაგრძოს სწავლა განათლების შემდგომ ეტაპზე – მა­გისტრატურაში, რ-ის დასრულების შემდეგ მას უფლება ექნება იმუშაოს წამყვან ფარმაცევტად, ფარმაცევტული განყ-ბის, საამქროს, ბაზის, საწარმოს ხელმძღვანელად, ფარმაცევტული ფირმის წარ­მომადგენლად, დისტრიბუტორად და ა. შ. სტუდენტს საშუალება აქვს განაგრძოს სწავლა განათლების შემ­დგომ ეტაპზე მაგისტრატურაში – სამაგისტრო პროგრამაზე „ფარმაციის მენეჯმენტი”.

თ.ს.ს.უ. „ჰ”-ს მატერ.-ტექ. ბაზას წარმოადგენს კეთილმოწყობილი სასწ. კორპუსი, სათანა­დოდ აღჭურვილი კაბინეტ-ლაბორა­ტორი­ებით და აუდიტორიებით, საინ­ფორმაციო-კომპიუტერული ცენტრით, ინტერნეტით და კომპიუტერული სასწ. ლაბორატორიით, მდიდარი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით, თანამედროვე სასწ. წიგნადი ფონდით, ვიდეო-აუდიოთეკით. უნ-ტს აქვს სასწ. და კლინ. ბაზები (სამედ. კლინიკა), აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით და სასწ. თვალსაჩინოებებით (პრეპარატები, სლაიდები, ატლასე­ბი და სხვ.), სპორტული დარბაზით.