თბილისის სამხედრო გიმნაზია, ზოგადსაგანმანათლებლო სამხედრო-აღმზრდელობითი სასწავლებელი. გაიხსნა 1875 თბილ. პროგიმნაზიის ნაცვლად, რ-იც ვლადიკავკაზში გადაიტანეს. ევალებოდა კადრების მომზადება უფრო მაღალი რანგის სამხ. სასწავლებლებისათვის ადგილობრივი მოსახლეობიდან. გიმნაზია გათვლილი იყო 200 მოსწავლეზე. იარსება 1882-მდე. შემდეგ მის ბაზაზე დაარსდა თბილისის კადეტთა კორპუსი.