თბილისის სამხედრო ქვეითი სასწავლებელი, დაარსდა 1941, ამიერკავკასიის ფრონტის ჯარებისადმი ამავე წლის 3 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე – თ. ს. ქ. ს-ის დაარსების შესახებ. სასწავლებლის კურსანტთა შემადგენლობა კომპლექტდებოდა ჯარის უმცროს მეთაურთა შემადგენლობისა და ჯარისკაცებისაგან. მიღებული იყო ზომები ამ სასწავლებლის სავალდებულო სამხ. მომარაგებით უზრუნველსაყოფად. სასწავლებელმა 1954-მდე იარსება.