თბილისის საპედაგოგიო ინსტიტუტი, დაარსდა თბილისის უნივერსიტეტთან 1919 (თბილ. სამასწავლებლო სკოლის ბაზაზე). ინ-ტში სწავლება 4-წლიანი იყო და ორი საფეხურისგან შედგებოდა: ორი წელი განკუთვნილი იყო დაწყებითი და არასრული საშ. სკოლების მასწავლებელთა მოსამზადებლად, ხოლო სრული 4-წლიანი კურსი ითვალისწინებდა საშ. სკოლების მასწავლებელთა მომზადებას. მისაღები გამოცდების საფუძველზე ინსტიტუტში ირიცხებოდნენ საშ. სკოლისა და მასთან გათანაბრებული სასწავლებლების კურსდამთავრებულები. ინ-ტის დირექტორი იყო დ. უზნაძე. 1921 თ.ს.ი. გადაკეთდა თსუ-ის პედ. ფაკულტეტის ინ-ტად, ხოლო 1923 დაიხურა და მისი სტუდენტები ჩაირიცხნენ თსუ-ის პედ. ფაკ-ტის შესაბამის კურსებზე.
დ. გურგენიძე