თბილისის საპირველმაისო დემონსტრაცია 1901, თბილისის მუშების პირველი პოლიტიკური საპირველმაისო დემონსტრაცია. პირველმაისობა თბილისში პირველად 1899, მეორედ 1900 აღინიშნა, თუმცა ორივე შემთხვევაში იგი მოეწყო არალეგალურად და თანაც ქალაქგარეთ (პირველი – ღრმაღელეში, მეორე – მლაშე ტბასთან). დემონსტრაციის ჩატარება გათვალისწინებული იყო 22 აპრილისათვის ყოფილ „სალდათის ბაზართან" (ახლანდ. ორბელიანის მოედანი). მასში მონაწილეობა მიიღო სამიათასზე მეტმა კაცმა და სისხლისმღვრელი შეტაკებით დამთავრდა: დემონსტრაციის ათეულობით მონაწილე დააპატიმრეს, შემდეგ კი რუსეთის შორეულ ადგილებში გადაასახლეს.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 6, თბ., 1972; საქართველოს კომუნისტური პარტიის ისტორიის ნარკვევები. 1883–1970, თბ., 1971.