თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი", შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს). დაარსდა 1999 წ. 12 აგვისტოს; უნ-ტი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართვ. კონსტიტუციის, კანონმდებლობის, პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების აქტებისა და უნ-ტის წესდების შესაბამისად. უნ-ტის ზოგადი მიზნებია: ერთიან ევროპულ საგანმან. და სამეცნ. სივრცეში ინტეგრაცია, სასწ. პროგრამებისა და სამეცნ. კვლევების განხორციელება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; თ. ს. უ. „გ-ში” აკად. განათლება ორსაფეხურიანია: პირველი საფეხურია ბაკალავრიატი, მეორე – მაგისტრატურა.
თ. ს. უ. „გ-ში” მართვის ორგანოებია: აკად. საბჭო, რექტორი, რექტორის მოადგილეები, ადმ. ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. ფაკ-ტის მართვის ორგანოა დეკანატი. უნ-ტი შედგება ძირითადი საგანმან. ერთეულებისგან – ფაკულტეტებისგან, ბიბლიოთეკის, დამხმარე სტრუქტურული ერთეულების, რექტორის აპარატისა და კანცელარიისაგან.
თ. ს. უ. „გ-ში” არის 4 ფაკ-ტი: ა) ჯანმრთელობის დაცვის; ბ) სოც. მეცნიერებათა და ბიზნესის; გ) ჰუმანიტარული; დ) იურიდიული.
თ. ს. უ. „გ-ში” არსებობს აკადემიური ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. უნ-ტის აკად. პერსონალი შედგება პროფესორებისაგან, რ-ის შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია უნ-ტის საგანმან. პროგრამაზე დარეგისტრირდეს თავისუფალ მსმენელად, რ-საც ენიჭება შესაბამისი კრედიტი. სურვილის შემთხვევაში თავისუფალ მსმენელს შეუძლია აიღოს სერტიფიკატი.