თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა ა. ალადაშვილის სახელობისა, 1880 წელს სამხედრო უწყებამ თბილისის მუნიციპალიტეტს გადასცა შენობა, სადაც ფუნქციონირება დაიწყო „ალექსანდრეს საავადმყოფომ”. 1919 მას ეწოდა ქალაქის N2 საავადმყოფო, 1934 – სასწრაფო სამედ. დახმარების N2 კლინ. საავადმყოფო, 1988-იდან იგი საკუთრებაში გადაეცა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტს. 1992-იდან ეწოდა თსსუ-ის აკად. ა. ალადაშვილის სახ. N1 კლინიკა. 2009–14 თსსუ-ის ა. ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა, 2014-იდან – შპს „ა. ალადაშვილის სახ. კლინიკა”.
1941-იდან კლინ. ბაზაზე განთავსდა თსსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის ზოგადი ქირურგ. კათედრა, წლების განმავლობაში მას ხელმძღვანელობდნენ: 1941–47 – ე. ზაქარაია; 1947–67 – დ. იოსელიანი; 1967–79 – მ. ჩაჩავა; 1979–81 – გ. ბოჭორიშვილი; 1981–99 – გ. გონჯილაშვილი; 1999-იდან (2009-იდან – ზოგადი ქირურგ. მიმართულება) – თ. ჩხიკვაძე.
1921 კლინ. ბაზაზე დაარსდა სამკურნ. ფაკ-ტის თერაპიის კათედრა, რ-საც სათავეში ედგა ა. ალადაშვილი (1921–50). სხვადასხვა დროს კლინიკას ხელმძღვანელობდნენ: ნ. ყიფშიძე (1950– 52), კ. ვირსალაძე (1952–54), თ. მამალაძე (1954–56), ვ. გერსამია (1956–57), მ. კანდელაკი (1957– 68), ს. კობალაძე (1968–71), ვ. ალადაშვილი (1971–86), გ. რცხილაძე (1986–95). 1995–2014 კერძო თერაპიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ნ. ემუხვარი.
კლინ. სტრუქტურაშია: კარდიოლოგიური, თერაპიული, ქირურგ. (სუფთა და ჩირქოვანი), ინტენს. თერაპიის და ანესთეზიოლოგიარეანიმაციის განყ-ბები, რ-ებიც აღჭურვილია თანამედროვე სამკურნ.სადიაგნოსტიკო აპარატურით (ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპი, ექო- და დოპლეროკარდიოგრაფი, ექოსკანერები, თანამედროვე რენტგენოლოგიური აპარატურა და სხვ.). კარდიოლოგიური განყ-ბა ჩართულია საერთაშ. მულტიცენტრულ პროგრამაში HERO-2, რ-იც ითვალისწინებს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით დაავადებულთა თრომბოლიზურ თერაპიას. ხდება გულის დიასტოლური დისფუნქციის შესწავლა და გულის იშემიური დაავადების პათოგენეზში Chlamidia Pneumoniae-ს როლის განსაზღვრა. მოქმედებს არითმიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის ცენტრი.
თერაპიულ განყ-ბაში მიმდინარეობს მწვავე და ქრონ. თერაპიული პათოლოგიის დაიგნოსტიკა და მკურნალობა, პერიოდული დაავადების და მასთან ასოცირებული სისტემურ-მემკვიდრული ამილოიდოზის შესწავლა. ქირურგ. განყ-ბაში, ტრადიციულად, დიდი ყურადღება ეთმობა ურგენტული ქირურგ. საკითხებს, არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების პათოლოგიის, მსხვილი ნაწლავის სიმსივნის მკურნალობის დიდი გამოცდილება, დანერგილია ექსტრაკორპორული დეტოქსიკაციის სხვადასხვა მეთოდი, თიაქარპლასტიკის ორიგინ. მეთოდი, გამოიყენება ლაზერული და პლაზმური სკალპელი. მუშაობს მიკროქირურგ. სამსახური.