თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმი, 1928 სამხატვრო აკადემიის რექტორის ა. დუდუჩავას თაოსნობით შეიქმნა აკადემიის სტუდენტთა და ასპირანტ-სტაჟიორთა საუკეთესო ნამუშევრების ფონდი; საფონდო კოლექციები გაამდიდრა პროფესორ-მასწავლებელთა და მათ საკუთრებაში არსებულმა სხვა გამოჩენილი ოსტატების ტილოებმა. დროთა განმავლობაში ფონდს შეემატა გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის (მინა, კერამიკა, თექა, ჭედურობა, ტიხრული მინანქარი და სხვ.) ნიმუშები. XX ს. 90-იან წლებში ფონდის ბაზაზე შეიქმნა მუზეუმი, რ-იც განთავსდა სამხატვრო აკადემიის სათავო შენობის მეორე სართულზე, გვიანირანული მხატვრული სტილით მორთულ „სარკეებიან დარბაზში". მუზეუმის ფონდში დაცულია სხვადასხვა დარგის გამოჩენილ ოსტატთა 1000-ზე მეტი ნამუშევარი