თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმი, 1998 პროფესორებმა გ. ყანდარელმა და თ. ნუცუბიძემ დააფუძნეს. სამხატვრო აკადემიის ქართული გობელენის მუზეუმის, ფონდს შეადგენს აკადემიის სტუდენტებისა და პროფესორების მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები.
თ.ს.ს.ა-ის რექტორები იყვნენ: გ. ჩუბინაშვილი (1922–27), ა. დუდუჩავა (1927–30), ვ. კოტეტიშვილი (1930–32), გ. ბუხნიკაშვილი (1933–36), ს. კაკაბაძე (1936–42), უ. ჯაფარიძე (1942–48), მ. დუდუჩავა (1948–52), ს. ქობულაძე (1952–59), ა. ქუთათელაძე (1959– 72), გ. თოთიბაძე (1972–82), ზ. ნიჟარაძე (1982–87), თ. ფერაძე (1987–92), ს. ქოიავა (1992–2003), გ. ბუღაძე (2003–12), ი. პოპიაშვილი (2012), თ. კლდიაშვილი (2012–14, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი), გ. გუგუშვილი (2014-იდან).
ა. კლდიაშვილი