თბილისის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური (სასწავლებელი) კოლეჯი

თბილისის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური (სასწავლებელი) კოლეჯი ი . გოგება­შვი­ლის სახელობისა, 1921 სა­ქართვ. განსახკომის ბრძანებულებით შეიქმნა 9 ორწლიანი პედაგოგიური ტექნიკუმი (თბილისის, გორის, ხონის, ბოდბის, ცხინვალის, ზესტაფონის, ოზურგეთის, ახალსენაკისა და ჯიხაიშის), მ. შ. თბილ. პედ. ტექნიკუმს ეწოდა პედ. ინ-ტი. 1923 თბილ. პედ. ინ-ტი გადაკეთდა ოთხწლიან პედ. ტექნიკუმად. 1937 მას ეწოდა პედ. სასწავლებელი, ხოლო 1940 (ი. გოგება­შვი­ლის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით) მიენიჭა ი. გოგება­შვი­ლის სახელი. 1955-იდან ­კვლავ 2-წლიან პედ. სასწავლებლად გადაკეთდა. 1953 გაიხსნა პედ. ­აღზრდის განყ-ბა. 1960 წ. 11 პედ. სასწავლებლიდან ლიკვიდირებული იყო 10 და თბილ. სა­ხელმწ. პედ. სასწავლებელს დაეკისრა რესპუბლიკაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელთა კადრების მომზადება. 1990 თბილ. ი. გოგება­შვი­ლის სახ. სა­ხელმწ. პედ. სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა უმაღლესი პედ. კოლეჯი (განათლების სამინისტროს დებულების შესაბამისად – უმაღლესი პედ. სასწავლებელი), რ-იც ფინანსდებოდა სა­ხელმწ. ბიუჯეტიდან. კოლეჯი ამზადებდა სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა-ფსიქოლ., დაწყებითი განათლების პედაგოგიკა-მეთოდიკის, ფილოლ. (ქართ. ენა და ლიტ-რა), ისტ. (სა­­ქართვ. ისტორია), ლოგოპედია-დეფექტოლოგიის, მუს., სახვითი ხელოვნების სწავლების ვადა ყველა სპეციალობაზე იყო 5 წელი, სკოლამდელი აღზრდის პედ.ფსიქოლ. ფაკ-ტზე კი – 4 წელი. 30-იანი წლების რეპრესიების გამო, სასწავლებლის ხელმძღვანელთა გვარ-სახელები 1940-მდე უცნობია; 1940–47 დირექტორად მუშაობდა მ. ფირცხალაი­შვი­ლი, 1948–53 – გ. ნიკოლაი­შვი­ლი, 1953 წ. 18 მარტ. – 25 ივნ. – დ. გიორგაძე, 1953–71 – შ. დარახველიძე, 1972– 75 – მ. ყუშიტა­შვი­ლი, 1976–90 – თ. გოზალი­შვი­ლი, 1990–2002 თ. მდივანი. იხ. აგრეთვე სტ. საშუალო სპეციალური სასწავლებლები.