გორდა

ბაგრატიონებისეული გორდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი თბილისი

გორდა, 1. ვადაჯვრიანი ან უვადაჯვრო ხმალი სწორი, წვერისკენ გახრილი პირით, შეიძლება იყოს როგორც ორღარიანი, ისე სამღარიანი. აქვს თავისებური დამღა ხმლის ყუაზე, გამოყვანილი ტალღოვანი რკალები ან ხმლის პირზე ორი მოპირდაპირე, დაკბილული პატარა ნახევარრკალი. რკალის ბოლოები სამმარცვლოვანი ნიშნებით არის დაწინწკლული (გადმოცემის თანახმად, ბრძოლებში მონაწილეობის ან მოკლული მტრის რაოდენობის აღსანიშნავად). ასეთი დამღა დამახასიათებელია აღმოსავლური, კავკ. თუ ევრ. წარმომავლობის ხმლის პირებისათვის. გვიანდ. ფეოდ. საქართველოში გ. ფართოდ იყო გავრცელებული და, საბას სიტყვით, „ამას ქართველნი ჰყვარობენ". აღმ. საქართველოს მთიანეთში შემონახულია როგორც ადგილ., ისე XVI–XVII სს. ცნობილ იტალ. ოსტატთა ნახელავი გ. ხმლები, რ-ებიც გენუელ ვაჭრებს შემოჰქონდათ საქართველოში. ჩვენში დამზადებულ ხმლის პირებს სადამღო რკალები ყუაზე მიჯრით ჰქონდა გამოყვანილი. 2. ქართლში – პატარა გობი, ცომის მოსაზელი თაბახი.

ლიტ.: ქ ა ფ ი ა ნ ი ძ ე მ., ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის (საქართველოს ეროვნული მუზეუმის იარაღის ფონდში დაცული მასალების მიხედვით), «საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე», 2010, ტ. 1, 46B; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ნაკვ. 3–4, თბ., 1962.

კ. ჩოლოყაშვილი