თბილისის სიმფონიური ორკესტრი

ჯანსულ კახიძის თბილისის სიმფონიური ორკესტრი

თბილისის სიმფონიური ორკესტრი ჯ. კახიძის სახელობისა, შეიქმნა 1993 ე. მიქელაძის სახ. სა­ქარ­თვე­ლოს სახელმ­წი­ფო ორკესტრიდან გამოყოფილი მუსიკოსების ბაზაზე. მისი ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო დირიჟორი ჯ. კახიძე (1993–2002), 2002-იდან – ვ. კახიძე. ორკესტრი ირიცხება ­„თბილისის მუსიკალურ-კულტურული ­ცენტრის" შემადგენლობაში. 1993 ორკესტრმა მუს.-კულტ. ცენტრთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ საერთაშ. მუს. ფესტივალს „შემოდგომის თბილისი". ორკესტრთან აქტიურად თანამშრომლობდნენ მსოფლიო ვარსკვლავები: ხ. კარერასი, მ. ლეგრანი, გ. კრემერი, ა. თორაძე, გ. ლეტიეკი, ვ. რეპინი, ი. გარბარეკი, ფ. ლელო, თ. ივერი, ნ. ფრეირი, ე. ვირსალაძე, გ. ჰოფმანი, ვ. ტრეტიაკოვი, ა. კორსანტია, ნ. გუტმანი, ნ. სურგულაძე, ბ. მაისურაძე, ა. მელნიკოვი, ვ. ათანელიშვილი, ე. ანჯაფარიძე, ი. ბაშმეტი და სხვ. აგრეთვე ცნობილი დირიჟორები და თანამედროვე კომპოზიტორები. ორკესტრის შესრულება გამოირჩევა მაღალი მხატვრული დონით. საკონცერტო რეპერტუარი ძალზე მრავალფეროვანია და მოიცავს კლასიკური, რომანტ. და თანამედროვე მუსიკის შედევრებს. ორკესტრმა გამართა საკონცერტო ტურნეები საზღვარგარეთ საყოველთაოდ ცნობილ დარბაზებში, მონაწილეობდა საერთაშ. ფესტივალებზე, ჩაწერილი აქვს 150-ზე მეტი ნაწარმოები უცხ. ხმის ჩამწერი კომპანიებისათვის. 2004 განახორციელა სა­ქართვ. სა­ხელმწ. ჰიმნის აუდიოჩაწერა. თ.ს.ო. სისტემატურად მონაწილეობს სა­­ქართვ. კულტ. ღონისძიებებში, მართავს კონცერტებს რეგიონებში, აქტიურად იღვწის ქართ. საკომპოზიტორო და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებისა­თვის.

გ. ტორაძე