თბილისის სპორტის სასახლე

თბილისის სპორტის სასახლე

თბილისის სპორტის სასახლე გ. კარტოზიას ს ა ხ ე ლ ო ბ ი ­ს ა, სპორტული დარბაზი თბილისში (არქიტექტორები ვ. ალექსი-მესხი­­შვი­ლი, ი. კასრაძე, კონსტრუქტორი დ. ქაჯაია). პროექტი დამტკიცდა 1956, აშენდა 1957–61 წლებში. საზეიმოდ გაიხსნა 1961 წ. 12 მაისს. კვადრატული ფორმის შენობის გარე პერიმეტრია 352 მ (88×04), მთავარი არენა – 44×27,4 მ. ამფითეატრად ამაღლებული ტრიბუნები იტევს 9305 მაყურებელს. შენობის სამი სართულიდან ერთი (პირველი იარუსი) მიწაშია ჩაღრმა­ვებული. სპორტის სასახლე გადახურულია რკინაბეტონის ანაკ­რები სფერული ფორმის გუმბათით, რომლის დიამეტრიც უდრის 76 მ (შეტა­ნი­ლია ინდივიდ. კონსტრუქციათა საერთაშ. კატალოგში). თ.ს.ს. მთავარ დარბაზთან ერთად მოიცავს ორ დარბაზს შესაბამისი ინფრასტრუქტურით. თ.ს.ს. რეგულარულად მასპინძლობს საერთაშ. ასპარეზობებს ­ბერძნ.-რომაულ, თავისუფალ ჭიდაობაში, ძიუდოში, სამბოში, კალათბურთში, ხელბურთში, მინიფეხბურთში, კრივში, მხატვრულ ტანვარჯიშში, ძალოსნობაში, კარატეში, კიკბოქსინგში; იმართება მასობრივი სანახაობები (სამეჯლისო ცეკვები, საესტრადო კონცერტები); მოქმედებს სპორტ. სექციები, ბავშვთა საციგურაო სკოლა. 1989 თ.ს.ს-ში გაიხსნა „ქართული სპორტის დიდების მუზეუმი". სასახლეს გ. კარტოზიას სახელი მიენიჭა 2001. თ.ს.ს-ის წინ მდებარე მოედანზე 1965 დაიდგა სკულპტურული კომპოზიცია – მზეჭაბუკი (მოქანდაკე ჯ. მიქატაძე), ხოლო 2010 – გივი კარტოზიას ქანდაკება (მოქანდაკე გ. შხვაცაბაია).